კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 100 000 მოქალაქეს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 100 330 მოქალაქეს შეადგენს. დაღუპულია 3.408 ადამიანი, 55 694 კი განიკურნა.
დაინფიცირების ძირითადი კერაა ჩინეთი 80 556 დაავადებულით. შემდეგ, დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება სამხრეთ კორეაში (6593 დაავადებული), ირანსა (4747 ინფიცირებული) და იტალიაში (3858 დაავადებული).