ირმა ინაშვილი თბილისის პროკურატურაში დაჰკითხეს

        მედიაკავშირ “ობიექტივის” ხელმძღვანელმა ყოფილი პატიმრის, გოდერძი ჯოლოხავას საქმეზე გამომძიებლის კითხვებს უპასუხა. ჟურნალისტის მტკიცებით, ჯოლოხავა ბაჩო ახალაიას ოჯახის ზეწოლისა და მუქარის ქვეშ იმყოფება. ყოფილი მსჯავრდებულის მიერ ბოლო სამ დღეში გაკეთებულ სამ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებაზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება გუშინ დაიწყო. საგამოძიებო უწყებას ჩვენება უკვე მისცა თავად ჯოლოხავამ. სამი დღის წინ ყოფილმა პატიმარმა ახალაიას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობის დროს დანაშაულებრივ ქმედებებში დასდო ბრალი. მეორე დღეს საკუთარი განცხადებები მოქმედი მაღალჩინოსნების ზეწოლით ახსნა. გუშინ კი გოდერძი ჯოლოხავამ მორიგი კომენტარი გააკეთა და ზეწოლასა და მუქარაში ბაჩო ახალაიას ოჯახი ამხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები