პაატა იმნაძე: კორონავირუსით მეოთხე ინფიცირებულ ადამიანს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობას ვუხდი
“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსით მეოთხე ინფიცირებულ ადამიანს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, ინფიცირებულმა სამედიცინო დაწესებულებას თავად მიმართა, გარდა ამისა, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
“ძალიან დიდი მადლობა პირს, რომელსაც კორონავირუსის ბოლო შემთხვევა გამოუვლინდა, ძალიან გაგვიადვილა სამუშაო იმიტომ, რომ იყო თვითიზოლაციაში, კონტაქტები დადგენილია. ადამიანი თვითშეგნებით იყო და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მას ასეთი თვითშეგნებისთვის”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.