თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხებათ:

ნაძალადევის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, გორდის, კლდეკარის, ლაითურის, ლამისყანის, სუვოროვის, ხერთვისის, ცოტნე დადიანის, წერონისის, დავით იოსელიანის, დომენტი ჟღენტის, ზედამზის, მაჩხაანის, სამღერეთის, სანავარდოს, პიონერისა და I სამღერეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IIIა მიკრორაიონების, სესილია თაყაიშვილის, დვალისა და კუპრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, ვირსალაძისა და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟან კალანდაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები