ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი (OCCRP) აქვეყნებს გამოძიებას მილტონ ჯგუფზე უკრაინაში, რომელშიც საუბარია ქართულ კავშირებზე
პუბლიკაციის თანახმად, საგამოძიებო მასალებში ფიგურირებენ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების თავდაცვის ყოფილი მინისტრი – დავით კეზერაშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი – გია გეწაძე და ისრაელში მცხოვრები დავით თოდუა.
როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, „მილტონი“ დაკავშირებულია სხვა ქოლ ცენტრებთან ალბანეთში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში, სადაც დამატებით ასობით ადამიანი მუშაობს.
„დავით თოდუას აქვს ბიზნესკავშირები რამდენიმე ქვეყნის ბევრ პოლიტიკოსთან, მათ შორის, მინისტრებსა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიის სხვა ფიგურებთან. მისი ბიზნესპარტნიორი უკრაინულ ორ კომპანიაში სააკაშვილის მმართველობის დროს მოღვაწე ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ფინანსური პოლიციის უფროსი – დავით კეზერაშვილია.
თოდუა და კეზერაშვილი უძრავი ქონებისა და სამშენებლო ფირმის მფლობელები და პროექტის პარტნიორები არიან. აღნიშნული ფირმის მეზობელი ოფისი ქალაქ კიევშია დაფუძნებული სახელად Milton Group. მისი ხელმძღვანელია გია გეწაძე, რომელიც როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში იუსტიციის მინისტრი იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
პროექტის პარტნიორები, თავის მხრივ, სამშენებლო და სამოქალაქო საინჟინრო ფირმის Elitekomfortbud -ის თანამფლობელებს წარმოადგენენ, საქართველოს სხვა ყოფილ ჩინოვნიკებთან ერთად. – კერძოდ, პეტრე ცისკარიშვილთან, რომელიც სააკაშვილის დროს სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო და, ასევე, “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის ყოფილი თავმჯდომარეა“, – ნათქვამია OCCRP – ის საგამოძიებო მასალებში.
წყარო :https://www.primetime.ge/