ტრამპი: პუტინით უკმაყოფილო ვარ, რადგან ის ბევრ ადამიანს კლავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის უკმაყოფილოა რუსეთის ლიდერით, ვლადიმერ პუტინით.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში ყოველკვირეული მსხვერპლი ამჟამად კვირაში 7000-ს შეადგენს.

„პუტინით უკმაყოფილო ვარ. ახლა ამის თქმა შემიძლია, რადგან ის ბევრ ადამიანს კლავს. უმეტესად თავისი და მათი [უკრაინელი] ჯარისკაცები არიან. ახლა ეს რიცხვი კვირაში 7000-მდე გაიზარდა“, – თქვა ტრამპმა.

ჟურნალისტებმა თეთრი სახლის ლიდერს პოტენციური ქმედებების შესახებ ჰკითხეს, თუმცა ტრამპმა დეტალების დაზუსტებაზე უარი თქვა და განაცხადა: „არ გეტყვით, გვინდა პატარა სიურპრიზი გვქონდეს“.

ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინის წინააღმდეგობა შეაქო და აშშ-ის სამხედრო დახმარება დააფასა: „უკრაინელები მამაცები არიან, მაგრამ ჩვენ მათ საუკეთესო აღჭურვილობა მივეცით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები