„ოპოზიციას გვაქვს რესურსი იმისა, რომ ხელისუფლებამ კიდევ მეტი დათმოს“ – გოჩა ჯოჯუა ხვალინდელ აქციაზე საუბრობს

ოპოზიციას ჯერ კიდევ გვაქვს რესურსი იმისა, რომ ხელისუფლებამ კიდევ მეტი დათმოს, – ამის შესახებ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გოჩა ჯოჯუამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საარჩევნო სისტემის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ჯოჯუამ ხვალ, ოპოზიციის მიერ პარლამენტთან დაგეგმილი აქციის შესახებ ისაუბრა.

„ხელისუფლებამ, რომელმაც სანამ იმ შეცდომას დაუშვებდა და თავისივე შემოთავაზებას უკან წაიღებდა, სავსაებით ადეკვატური მოქმედებები დაიწყო. ჩართული იყო შეიძლება ითქვას, მთელი სპექტრი, თითქმის ყველა ჯგუფთან სცადა მოლაპარაკების დაწყება. ეს პროცესები გრძელდებოდა და ეხებოდა სააჩევნო კოდექსს, თუ როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ასახული, თუნდაც ყველაზე მცირე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი. შემდეგ ხელისუფლებამ შემოგვთავაზა ის ფორმატი, რომელსაც თავიდან დაერქვა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეების ფორმატი. ხელისუფლებამ თავად აარჩია ის პარტნიორები, ვისთან ერთადაც გააგრძელებდა მოლაპარაკებების რაუნდებს. რეალურად დღევანდელ ფორმატში, ჩემთვის, შეიძლება ითქვას, უხერხული და მიუღებელი პარტნიორი, „ნაციონალური მოძრაობაც“ კი, დღეს გახდა ჩემი ინტერესების გამტარებელი.
ხელისუფლებამ თავად გახადა ყველა მონაწილე ერთმანეთის პარტნიორი და საერთო ინტერესის გამტარებული. ხელისუფლების შეცდომა სწორედ ესაა. ვფიქრობ, სხვანარიად ჰქონდათ მათ ჩაფიქრებული, მათ ეგონათ, რომ პირიქით მოხდებოდა – ოპოზიციურ ძალებს შორის, გარკვეული ჯგუფის ინტერესების გატარება გამოიწვევდა ოპოზიციურ სპექტრში სიტუაციის დაძაბვას. ხელისუფლებამ თავად შექმნა ის სიტუაცია , როცა ყველა პოლიტიკური ძალა მის წინააღმდეგაა“, – განაცხადა ჯოჯუამ.

მისივე თქმით, ხვალ პარლამენტის პიკეტირება იგეგმება.
„ნებისმიერი აქცია, რომელიც ჩატარდება, მიმართული იქნება იქითკენ, რომ გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო. აქედან გამომდინარე, ყველანი ერთმანეთის პარტნიორი გაგვხადა. ხვალინდელი ფორმატი არის ჩვეულებრივი, პიკეტირების ფორმატი, სადაც მოპიკეტეები ეცდებიან, ზეგავლენა მოახდინონ იმ დეპუტატებზე, რომლებმაც უკან წაიღეს თავისივე დაპირება. დღეს მათი შემოთავაზება 100/50-ზე , შეიძლება ითქვას,რაღაც გარკევული კომპრომისის შედეგია, მას მერე, რაც ვხედავთ, რომ ხელისუფლებაზე არის უპრეცედენტო ზეწოლა დემოკრაიტული ჯგუფებისა, სახელმწიფოებისა, იქნება ეს აშშ, თუ ევროკავშირის ქვეყნები. ასეთ ფონზე ყველა ფიქრობს იმას, რომ ხელისუფლებას რაც უფრო მეტად შეუქმნის ზეწოლას, შეიძლება პროპორციულ სისტემასთან კიდევ უფრო მიახლოებული მოდელი წამოვიღოთ.
სიტუაციაში, როცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, დეპუტატების პარლამენტში არშეშვებას აზრი არ აქვს, აქ არის ერთადერთი, რომ ფსიქოლოგიურად, იმ ადამიანებმა იგრძნონ პასუხისმგებლობა , ვინც საქართველოს მოსახლეობა გადააგდო.

თალაკვაძის შემოთავაზება 100/50-ზე, შეიძლება ითქვას, რომ ბევრად სჯობს 77/73-ს , მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არის ის შედეგი, რომლის მიღებაც, ოპოზიციას პოტენციურად შეუძლია. ანუ, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რესურსი იმისა, რომ ხელისუფელბამ კიდევ მეტი დათმოს. ამ შემთხვევაში დათმობა ნიშნავს, იმას, რომ ხალხს დაუთმოს“, – განაცხადა ჯოჯუამ.
შეგახსენებთ, საარჩევნო სისიტემის საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ფორმატი არსებობს, რომლის ფარგლებშიც უკვე ოთხი რაუნდი გაიმართა. მმართველმა გუნდი ოპოზიციას ახალ მოდელს სთავაზობს. საუბარია იმაზე, რომ პარლამენტში პროპორციული წესით 100 დეპუტატი აირჩიონ, ნაცვლად 77-სა. ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდეს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები