თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
კომპანიის ინფორმაციით, სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვიქტორ კუპრაძის, ღლონტის და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორი 2-ის დასახლების და იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელიას მთის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის II და II-ა მიკრორაიონების, ვაზის, თამარ ღვალაძის, გიორგი დეკანოზიშვილის, სომხეთის ჩიხის, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების, თეოფანე დავითაიას და აჩაბეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის II და IIა მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფ. დიღმის, დიდი დიღომის I მიკრორაიონის, დიდი დიღომის III მიკრორაიონის, ტარიელის, მეფე მირიანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ის, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კმ-ის, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაკვეთების) და გრიგოლ ფერაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანაგის, იოსებიძის, არჩილ სულაკაურის, გოთუას და შარტავას ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იონა მეუნარგიას და ზაქარიაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.