საქართველოში აშშ-ის საელჩო კობი ბრაიანტის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მსოფლიო კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მსოფლიო შეძრა NBA-ს ლეგენდის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა სიკვდილმა კალიფორნიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად.
კობი გვემახსოვრება თავისი დიდებული ნიჭისა და შეუდარებელი წვლილისთვის მოედანსა და მის მიღმა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ვიზიარებთ ამ მწუხარებას“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ სამძიმრის ტექსტში.
მსოფლიო კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით ავიაკატასტროფის შედეგად ბრაიანტის შვილიც დაიღუპა.