გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს დარგობრივი ინგლისურის ტრენინგი ჩაუტარდათ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დაფინანსებით და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) თანამშრომლობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს სასერტიფიკატო კურსი “დარგობრივი ინგლისური გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობაში” ჩაუტარდათ.
როგორც “კვირას” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, კურსი ინტეგრირებული იყო, როგორც თეორიული  ისე პრაქტიკული დავალებებით და მოიცავდა გარემოსდაცვით და სოფლის მეურნეობის საკითხებს. ლექციებს კითხულობდნენ ჯიპას პროფესორები და მოწვეული უცოხელი და ქართველი ტრენერები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები