ქუთაისში პირველი ახალშობილი ქალაქის მერმა მოინახულა

ქუთაისში 2020 წლის პირველი ახალშობილი ლუკა ჩახუნაშვილია. პირველი ქუთაისელი წელს ხონელიძის სამშობიარო კლინიკაში დაიბადა. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ახალშობილი და დედა სამშობიაროში მოინახულა. დღეს დაბადებულ ყველა ახალშობილს ქუთაისის მერია სპეციალური პროგრამიდან თანხასაც გადასცემს. ამისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში 5 000 ლარია გამოყოფილი. გიორგი ჭიღვარიამ დღესვე ახალი წელი სამშობიარო კლინიკის თანამშრომლებსაც მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები