თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის ცნობით აღნიშნულის მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

მათივე ინფორმაციით, ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და გაბაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ნიშნიანიძის, გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები