წელს უკანონო თევზჭერის 484 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა დაა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 იანვრიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 484 ფაქტი გამოავლინეს. მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 162 ფაქტი შეიცავს.
გარემოს დაცვისა დაა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი – 98 ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდარღვევის 59 ფაქტი ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოავლინეს. შიდა ქართლში უკანონო თევზჭერის 48 ფაქტი დაფიქსირდა. მცხეთა-მთიანეთში – 47, აჭარაში – 43, კახეთში – 39, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24, შავ ზღვაშიც – 24, გურიაში – 30, სამცხე-ჯავახეთში – 20, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში კი, თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა.
2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, თბილისში გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 49 ფაქტი და მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს – 16.
ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 410 კგ-მდე შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები