ფოთში თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა

ფოთში თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა.როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ქარხანაში რომელშიც სანიტარული ნორმები არ იქნება მოწესრიგებული, გაჩერდება.
მისივე თქმით, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქალაქში მონიტორინგს გაუწევს აღნიშნულ პრობლემას და კომუნიკაცია ექნება ხელისუფლებასთან.
ამ წუთებში, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოზე ზედამხედველობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების, საკრებულოს წევრები და რიგითი მოქალაქეები ფოთში არსებულ თევზის ქარხნებს ათვალიერებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები