„ჩემი შვილის სახელით ვცდილობთ, ვაცოცხლოთ ყველა ის პატარა ადამიანი, ვისაც დახმარება სჭირდება“- ზაზა სარალიძის დაფუძნებულმა ფონდმა საქველმოქმედო ღონისძიება გამართა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის წევრებმა და მათ მიერ დაფუძნებულმა ფონდმა – “დათუჩამ” საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს, სადაც ხელით შექმნილი ნამუშევრები, ასევე სხვადასხვა ნივთები გამოიფინა და გაიყიდა. ღონისძიებას მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბმა უმასპინძლა.
დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ შვილის სახელობი ს ფონდი “დათუჩა” 2018 წელს დააფუძნა. სარალიძის თქმით, ფონდის მიზანია დაეხმაროს გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ბავშვებს.
“დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ პიროვნებას , ვინც ამ ფონდის ღონისძიებაში იყო ჩართული. აქ წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთები , რომლებიც ბავშვების, მოზარდების, დიდების მიერაა დამზადებული. ფონდი 2018 წლიდანაა დაარსებული, ჩემი შვილის დაბადების დღეზე დავაარსეთ და მაქსიმლურად ვცდილობთ, რომ მისი სახელით ვაცოცხლოთ ყველა ის პატარა ადმიანი, ვისაც სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია, მკურნალობა და ა.შ. ბენეფიციარებს თავად ბავშვები შეარჩევენ, თავად მიხედავენ და გადაურიცხავენ თანხას”- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები