სემეკმა “თელავგაზისა“ და “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინვესტიციები შეითანხმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიის შპს “თელავგაზისა“ და ასევე, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. განსახორციელებელი ინვესტიციები ბუნებრივი გაზის ქსელის მოწესრიგებას, ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
შპს “თელავგაზის“ მიერ 2019-2022 წლების საინვესტიციო მოცულობამ 6 427 863 ლარი შეადგინა. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში ოპერირებს, 2020 წელს 3 851 703 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, 2021 წელს – 177 750 ლარის ინვესტიციას, ხოლო 2022 წელს – 153 250 ლარის ინვესტიციას. შპს “თელავგაზის“ 2019 წლის საინვესტიციო გეგმა 2 245 160 ლარით განისაზღვრა.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა 21 830 871. 93 ლარს შეადგენს. მათ შორის, კომპანია 2020 წელს განახორციელებს 10 125 845 ლარის ინვესტიციას, 2021 წელს – 3 960 701 ლარის ინვესტიციას, ხოლო 2022 წელს – 4 642 142 ლარის ინვესტიციას. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ 2019 წელს განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 3 102 183 ლარით განისაზღვრა.
R