გაიცანით 70 წლის ფერმერი, რომელიც ადგილობრივ ბაზარს დეკორატიული ყვავილებით ამარაგებს (ვიდეო)

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნახარეობაში მცხოვრებ ტარიელ გვალიას, 50 წელია, რაც დეკორატიული ყვავილების 13-მდე, ხოლო ალოეს ორი სათბური აქვს. 70 წლის ფერმერს, რომელიც პროფესიით აგრონომია, საოჯახო ბიზნესში მეუღლე, ორი ვაჟი, ერთი ქალიშვილი და 7 შვილიშვილი ეხმარება.

როგორც ფერმერი „რეგიონულ კვირას“ უამბობს, ყვავილების სათბურში, მუდმივად ორი ადგილობრივი , ხოლო სეზონურად  5 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
ფერმერი ყვავილებით ადგილობრივ ბაზარს  ამარაგებს, ხოლო ალოე, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტზეც გააქვს.
„წელიწადში,  დაახლოებით,  150 000 ცალ ყვავილს ვყიდი, რაც ჩვენი ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყაროა. რა თქმა უნდა, შრომატევადი სამუშაოა, მაგრამ თუ შრომა გიყვარს ადამიანს  ის საქმე, რასაც აკეთებ, აუცილებლად გამოგივა. მე ყველას ვურჩევ გააკეთონ მსგავსი ყვავილების ფერმა დ იშრომონ. თუ ჩვენ, ჩვენი ოჯახის სარჩენი საქმის გაკეთება შეგვეძლება და სხვისი ლუკმა-პურის შემყურე არ ვიქნებით, ქვეყანაც განვითარდება“, – ამბობს 70 წლის ფერმერი.
მომავალში მას დიდი გეგმები აქვს. წარმატებული ფერმერი, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, საკუთარ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას პირდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები