თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, ელექტროენერგია შეიზღუდება, საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, გოძიაშვილის, პეტრიწის, პეტრე სარაჯიშვილის, დიდგორის, კვანტალიანის, დავით სარაჯიშვილის და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ოთარ ჩხეიძის, პეტრე ქავთარაძის, ნუცუბიძის, ედიშერ მაღალაშვილის, კალისტრატე ქუთათელაძის, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის, გიორგი გეგეჭკორის, იოველ ქუთათელაძის, მიხეილ თამარაშვილის, მედეა ჩახავას და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, პეტრე იბერის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, ახმეტელის, იუნკერ მიხეილ იოსელიანის და მიხეილ ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, დავით ნიშნიანიძის და გია რომელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში,გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გუდიაშვილის მოედნის, ახოსპირელის, ლერმონტოვის, ბეთლემის, ჩიხლაძის, აბესაძის, აბო თბილელის, ალავერდოვის და ჯიბლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ომარ ხიზანიშვილის, ქერჩის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ბორჩალოელის და ელიონორა ტერ-ფარსეგოვას ქუჩების მაცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ჯანაშვილის, კაჭარავას, ულიანოვის, ჯანჯღავას და ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში,11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შოთა ნადირაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს
.ვაკის რაიონში,11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვასო აბაშიძის, ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლოვანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.