„ტირილის ნაცვლად ხატვა დავიწყე!“ – ფუნჯით დამარცხებული ლეიკემია

დაიბად სენაკში, წავლობდ სენაკის ჟიული შარტავას მე2 საჯარო სკოლაში. ბავშვობიდან წერდა ლექსებს, უყვარდა მხატვრული კითხვა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ადრე დაოჯახდა, 4 შვილის დედა გახდა და 16 წელი დიასახლისობდა.
მოულოდნელმა განსაცდელმა კი მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა  – 4 წლის შვილს ლეიკემია დაუდგინეს და 9 თვის განმავლობაში დედა-შვილი ამ მძიმე სენს ებრძოდა. სწორედ ამ პერიოდში დაიხატა სურათები და დაიწერა ლექსები…
ამბობს, რომ სტრეს ადამიანში ნამდვილად აღვიძებს დამალულ შესაძლებლობლებს.
ჩემში გაცოცხლდა 18 წლის წინანდელი ის მიზანდასახული მეოცნებე გოგონა“…
ოცნებობს
ხელოვნების სალონის გახსნაზე ძველ თბილისში, სადაც გაიყიდება მისივე  ნახატები, მოხატული ნივთები, აქსესუარები,  საკუთარი დიზაინით დამზადებული სამკაულები, თავსაბურავებიპედაგოგის და ხელოვანის, მარიკა ტორჩინავა (მარი კოლხი) პერსონა.

– ძალიან უცნაური ბავშვი ვიყავი,  წერაც არ ვიცოდი, როცა ვიგონებდი ლექსებს, მოთხრობებს და დიდ სარკესთან სკამზე ასკუპებული მხატვრულად წარმოვთქვამდი მოგონილ ფრაზებს, მერე მადლობას ვიხდიდი და ბედნიერი ვიყავი ამ ყველაფრით.
ძალიან აქტიური და ძალიან მიზანდასახული ბავშვი ვყოფილვარ, მაგრამ რაც არ მიყვარდა, მხოლოდ მოვალეობის მოხდით ვეკიდებოდი. მუსიკალური სკოლა დედის ხათრით დავამთავრე, მუსიკის გაკვეთილებიდან სიხარულით ვიპარებოდი მხატვრულ კითხვაზე, რათა ჩემი ახალი ლექსი თუ ჩანახატი მხატვრული კითხვის პედაგოგისათვის მიმეტანა დასაკორექტირებლად (მეღიმება).
კარგად მახსოვს, დაბალ კლასებში  როგორ ძალიან მიყვარდა ჩუმად ჩემი თანატოლი ბიჭი, რომელსაც სხვა გოგონა უყვარდა, ამ ფაქტმა უფრო მიზანდასახულ და მონდომებულ ბავშვად მაქცია.
ძალიან აქტიურად ვმონაწილეობდი ღონისძიებებში.
უბედნიერესი ვიყავი, როცა ჩემი რამდენიმე ლექსი დაიბეჭდა წიგნში „სამეგრელოო ჩემო“.
 რატომ გადაწყვიტეთ პედაგოგობა?
– ჟურნალისტობა მინდოდა, ქარიზმული, ბობოქარი ხასიათიც მიწყობდა ხელს, მაგრამ ადრეულ, 17 წლის ასაკში დაოჯახებამ შეცვალა ჩემი მიზნები, არჩევანის გაკეთება მომიწია – ან ჟურნალისტობა ან ოჯახი. მომიწია ბევრი რამის დათმობა. დავდე კალამიც, რადგან მეუღლეს არ მოსწონდა ჩემი შემოქმედებითი აქტიურობა. ბავშვები ძალიან მიყვარდა და პროფესიად დაწყებითი კლასის მასწავლებლობა ვარჩიე.
16 წელი მხოლოდ დიასახლისობით შემოვიფარგლებოდი, ეს პერიოდი 4 შვილის გაჩენასა და გაზრდას დავუთმე. სკოლაში ორი წელი ვიმუშავე, მაგრამ შვილების სიმრავლემ და დამხმარის გარეშე მათმა აღზრდამ ჩემი სახლში ყოფნა განაპირობა.
– მოულოდნელმა განსაცდელმა ყველაფერი შეცვალაოთხი წლის შვილ მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს…
– ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა განსაცდელმა. შუათანა შვილს დაუდგინდა ლეიკემია, მე-3 შვილის სახლში დატოვება მომიწია და იაშვილის ონკო-ჰემატოლოგიურ განყოფილებაში შვილთან ერთად 9 თვით ცხოვრება მომიწია.
ჩემში ვეძებდი გზას, ხსნას და ამ ხსნად ჩემში ხელოვნება აღმოვაჩინე. ტირილის ნაცვლად დავიწყე ხატვა! არასოდეს ფუნჯი არ მჭერია, მხოლოდ ბევრჯერ წარმომიდგენია გონებაში, როგორ ვხატავდი ხეებს, ყვავილებს და მიოცნებია, ნეტა, ხატვა შემეძლოს-მეთქი. თურმე ზოგჯერ ოცნებებიც ხდება, მაგრამ ეს ძალიან უჩვეულო სიტუაციაში მოხდა. მთელი 9 თვე, ყოველ დღე ვებრძოდით სიკვდილს, მთელი ღამეები საავადმყოფოს დერეფანში, კუთხეში ვიჯექი და ვხატავდი ექსპერიმენტებით, ცდებით.
მოვიდა წერის სურვილიც და ამდენი წლის პაუზის შემდეგ ისევ ავიღე კალამი…
– ანუ გინდათ თქვათ, რომ სტრესი აღვიძებს ადამიანში დამალულ შესაძლებლობებს?

საავადმყოფოში

– სტრესი ადამიანში ნამდვილად აღვიძებს დამალულ შესაძლებლობლებს. შეიძლება მოულოდნელად ჩვენში რაღაც ახალი აღმოვაჩინოთ.
– მაშინდელი სტატუსიც მახსოვს…
მე დროებით დავბლოკე ყველაზე ფიქრი და იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ჩემს შვილთან, გიორგისთან ერთად ვიცხოვრე რვა თვე, ოთხ კედელში გამომწყვდეულმა. კლინიკის ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებასსაერთო საცხოვრებელი შევარქვი. ვცხოვრობდით დედები და შვილები. ერთმანეთის ტკივილი გვტკიოდა და სიხარული გვიხაროდა. ქიმიის აპარატთან დავმეგობრდით. სიკვდილს ყოველ დღე ვებრძოდით. სახეზე უიმედობასახულ ექიმებს იქით ვაიმედებდი: კარგად იქნება ყველაფერიმეთქ. ღიმილი სახიდან არ გამქრობია. ზოგჯერ სიმწრით იღიმოდა ჩემი ბაგე“…
– ჩემი შვილი რომ გაიღვიძებდა, აინტერესებდა, რა დავხატე, ან რა დავწერე. თვალები უბრწყინავდა, როცა ჩემს ნახატს უყურებდა…
საავადმყოფომ ძალიან შემცვალა,  მებრძოლი, ძლიერი, მიზანდასახული გავხდი.
მადლობა უფალს, რომ მე ჩემი შექმნილით შემიძლია, სიკეთე ვაკეთო, ვიღაცას დარდი შევუმსუბუქო და ერთხელ მაინც გავაღიმო. ამით ბედნიერი ვარ…
გაგიჩნდათ სურვილი, რომ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დახმარებოდითპირველი საქველმოქმედო საღამოს 30 მაისს გაიმართა, თანხა მოხმარდა 10 წლის მარიამ ბისიეშვილს. რა განცდა გქონდათ პირველი საღამოს შემდეგ?
– ძალიან დიდი სიხარული მომიტანა ჩემმა პირველმა საქველმოქმედო საღამომ, ჩემს მოლოდინს გადააჭარბა თანხის რაოდენობამ, უბედნიერესი ვიყავი, რომ ეს შევძელი. გადავურიცხეთ მარიამს თანხა, გადანერგვაც გაუკეთდა და გადის რეაბილიტაციას. თუქეთიდან რომ ჩამოვა გამოჯანმრთელებული, აუცილებლად ჩავიხუტებ გულში. მჯერა, ეს მალე მოხდება.
„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“!
და დიდი რწმენა მაქვს, ჩემი შვილები კარგად იქნებიან, თუ მე  ქველმოქმედი ვიქნები.
უკვე ორი საღამო გქონდათსაქველმოქმედო საღამოებს გააგრძელებთ?
– ორი საღამო მქონდა, მეორე ლეიკემიით დაავადებული ნინო გოგოხიასათვის, გაგიმხელთ, ეს ერთ კვირაში მომზადებული ღონისძიება იყო, როცა გავიგე, ნინო კომაშიაო, ჩემი პირველი რეაქცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში დარბაზის დაჯავშნა იყო. დიდება უფალს, შევძელით მისი დახმარებაც. მჯერა, ნინოც დაამარცხებს ლეიკემიას! ამჟამად გადავწყვიტე, 1 დეკემბერს, „კათარზისში“ პოეტ მეგობრებთან ერთად ბებიებს და ბაბუებს მივეფეროთ ლექსებით და ჩავეხუტოთ, მივუტანოთ ტკბილეული. ღონისძიებას ერქმევა: „ჩვენც დავბერდებით“. მათ ჩვენი მოფერება სჭირდებათ.
პერსონალურ საქველმოქმედო საღამოს გაზაფხულისთვის ვფიქრობ. უფალმა შემაძლებინოს…
თქვენი ლექსი

– მე, ჩემი მიწის შვილი…

მიყვარხარ დილის ნიავო,                                                                                                                         
გეტრფი აისის მზეო,
ბურუსს რომ შთანთქავ სხივებით,
ამობრწყინდები მზეობ..
მიყვარხარ ღამის ღვთაებავ,
სულამდე სავსე მთვარეო,
სახეგაბადრულ ღამესაც,
თავი რომ მოანატრეო,
შენ, ცისარტყელავ, ფერებით
კაბა რომ მომიქარგეო,
ვარსკვლავებისგან ციმციმა
გვირგვინი თავს რომ მარგეო,
ამ ქათქათელა ღრუბლების
ქურქი რომ შემიკერეო
არ გავცივდები, გავუძლებ,
გამოვიზამთრებ მალეო,
შევეგებები გაზაფხულს
დღეს თუ არადა ხვალეო…
პეპლებს, ჭრელებს თან ლამაზებს,
შევიბნევ მზისფერ თმებზეო,
დავკრეფავ მინდვრის ყვავილებს,
შენ გვერდი დამიმშვენეო…
ვიმღერებ მწყემსის სიმღერას,
შევდგები მაღალ მთებზეო,
რქაგრეხილ ჯიხვებს შევხვდები,
არწივებს ციცაბოზეო,
შევუშინდები განა რას?!
გული ნაჭედი გრდემლზეო,
იქნებ, ნადირმა გამგლიჯოს,
დამაგდოს ტიალ ველზეო,
ცხოველი ვერას დამაკლებს,
ადამის მოდგმის მეტზეო!
ადამიანმა გაგწიროს
უარესია მხეცზეო!
არ გიშინდები, სიკვდილო,
მიმუხთლო დღეს თუ ხვალეო,
მაგრამ ვიცოცხლო, ვიხარო
ვის რაღა დავუშავეო,
როცა სიბერემ დამჯაბნოს
სამარე გამითხარეო.
არ დამანახო თვალებით,
მაბრმავე ან დამთხარეო,
არ მინდა მტკვარი… თბილისი…
სამშობლო უქართველოო…
ჩემი ბედკრული ქვეყანა,
ღვთისმშობლის ხვედრი მხარეო,
უფალო, მადლი ღვთიური,
მოგვმადლე, შეგვიწყალეო..
დალოცე! ერი მიკურთხე,
აბრწყინე, გამიმრავლეო!
  ოთხი შვილის დედა ხართ
– დიახ, მყავს 4 შვილი. სამი ვაჟი და ერთი გოგონა. ჩემი დიდი ოჯახი ღალატმა იმსხვერპლა,ძალიან დიდი ტკივილი იყო ჩემს ცხოვრებაში. რთულია რეალისტისა და რომანტიკოსის „ჰარმონია“.
ვფიქრობ, როცა ადამიანები ერთმანეთს ვერ ეწყობიან, დაშორება სჯობს.
მარტო ვზრდი შვილებს. ყველაფრის მოსწრებაზე ვარ, საშინაო თუ საგარეო საქმეები. სულ სადღაც მიმეჩქარება. ვხატავ, როგორც კი დროს ვპოულობ…
ძალიან ძნელია, მაგრამ დიდი შემართებით ვარ, დაღლისას თავს შევძახებ ხოლმე: ყველაფერს შეძლებ. სულ ძიებაში ვარ… ჩემში გაცოცხლდა ის მიზანდასახული მეოცნებე გოგონა, რომელიც 18 წლის წინათ ჩემში ცოცხლობდა. მინდა გავიზარდო… მეტი შევძლო. მიყვარს გამოთქმა: „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“…
ჰობი
– თავისუფალ დროს ჩემი დიზაინით თავსაბურავებისა და სხვადასხვა აქსესუარს, სამკაულს ვქმნი, ასევე სეზონის მიხედვით მოვხატავ ხოლმე ჩემს ჩანთებს, ფეხსაცმლებს.
ვხატავ სურვილისამებრ, მიყვარს პეიზაჟებისა და ნატურმორტების ხატვა. სურვილი მაქვს, პორტრეტებიც ვცადო.
სამომავლო გეგმები
– მინდა ჩემი ნახატებით გაფორმებული ლექსების კრებული გამოვცე. ვწერ რომანსაც, ზოგჯერ თავად მიკვირს საკუთარი თავის ისეთი საოცარი რწმენა მაქვს, რომ უფალი ყველაფერს შემაძლებინებს.
ძალიან მინდა „მარი კოლხის“ პატარა ხელოვნების სალონის გახსნა ძველ თბილისში, სადაც გაიყიდება ჩემი ნახატები, მოხატული ნივთები, აქსესუარები, ჩემი დიზაინით დამზადებული სამკაულები, თავსაბურავები. ასევე იდეაში მაქვს, შრომას და მონდომებას არ დავიშურებ, მაგრამ ამისათვის ფინანსებია საჭირო, რაც არ გამაჩნია, ვეძებ ბიზნესპარტნიორს.
რას შეცვლიდით  ირგვლივ?
– რომ შემეძლოს, ყველა მშიერს დავაპურებდი, უსახლკაროებს დავასახლებდი… ავადმყოფებს გამოვაჯანმრთელებდი, ადამიანებში სიძულვილს სითბოთი შევცვლიდი, ერთმანეთს უფრო შევაყვარებდი. მოწყენილებს და უიმედოებს იმედიანად გავაღიმებდი.
ჰოდა, მე ბედნიერი ადამიანებით ვიბედნიერებდი.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები