ირაკლი ღარიბაშილი სერბეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სერბეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმრთულებებს. ორივე მხარემ აღნიშნა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობა და სურვილი. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივებს.