მამა ანდრია სარია: ვფიქრობ, ჩემი მხრიდან ყველაზე სწორი გამოსავალი წინამძღვრობიდან გადადგომაა
ვფიქრობ, ჩემი მხრიდან ყველაზე სწორი გამოსავალი წინამძღვრობიდან გადადგომაა,- ამის შესახებ ამბროსი აღმსარებლის მონასტრის უკვე ყოფილმა წინამძღვარმა, მამა ანდრია სარიამ განაცხადა.
მისი თქმით, მან ჭყონდიდის ეპარქიის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
“კონკრეტული საკითხები სანამ არ გამოიკვეთება და პასუხები არ გაეცემა მე მონაწილეობას ვერ მივიღებ იმაში, რაც უსამართლოდ მიმაჩნია. დრო გვიჩვენებს, ამ კითხვებს როგორ ღირსეულად გაუმკლავდებიან, მანამდე მე ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან ყველაზე სწორი გამოსავალია წინამძღვრობიდან გადადგომა”,- აღნიშნა მამა ანდრია სარიამ.
ცნობისთვის, დღეს მონასტრის წინამძღვრის თანამდებობა ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში მდებარე, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენიამ, თამარ გამყრელიძემაც დატოვა. მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის დატოვების გადაწყვეტილება იღუმენია თამარ გამყრელიძემ მას შემდეგ გააჟღერა, რაც ეპარქიაში წმინდა სინოდის მიერ დანიშნული მეუფე გრიგოლ კაცია ჩავიდა.