პეტრე ცაავა: სიმდაბლე ადამიანს აცხონებს, მაგრამ დამცირება ღირსების ხარჯზე არ უნდა მოხდეს

სიმდაბლე ადამიანს აცხონებს, მაგრამ დამცირება ღირსების ხარჯზე არ უნდა მოხდეს,- ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ განაცხადა.
“სინოდის სხდომაზეც ავირჩიე რაღაც უკეთესი, ვიდრე თავი დამემცირებინა. სიმდაბლე ადამიანს აცხონებს, მაგრამ დამცირება ღირსების ხარჯზე არ უნდა მოხდეს არასდროს. მე ვებრძვი უსამართლობას, უზნეობას და ისინი პატრიარქს აყენებენ ასევე შეურაცხყოფას, როდესაც ამას აიგივებენ პატრიარქთან. ჩემს მომავალ გეგმასთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ, ყოველ დღეს აქვს თავისი საზრუნავი და ყოველი დღე გვაჩვენებს, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ღვთისთვის სათნოდ,” – აღნიშნა პეტრე ცაავამ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან პეტრე ცაავას გათავისუფლების ბრძანება ოფიციალურად უკვე გამოსცა.
“31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან, წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე“, – აღნიშნულია პატრიარქის ბრძანებაში.
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები