მიხეილ რამიშვილი: ვიმედოვნებ, წმინდა სინოდის გადაწყვეტილება ფარატინა ფურცლად არ დარჩება

ვიმედოვნებ, წმინდა სინოდის გადაწყვეტილება ფარატინა ფურცლად არ დარჩება,- ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით მისმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
“გიორგი მარგველაშვილი როდესაც იყო პრეზიდენტი, შემდეგში როცა სალომე ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი- შეწყალება, რომ მომხდარიყო ყოველთვის ვამბობდი, რომ “ვიმედოვნებ და ვიმედოვნებ”. შინაგანი რწმენით ვიცოდი, რომ არც ერთი და არც მეორე პრეზიდენტი მაგ ნაბიჯს არ გადადგამდა. ვიმედოვნებ, რომ წმინდა სინოდის აღნიშნული გადაწყვეტილება ფარატინა ფურცლად არ დარჩება, მაგრამ როგორც ჩანს აუცილებლად დარჩება. ადმინისტრაცია, აკეთებს განცხადებას, რომ არანაირად 23 ნოემბერს არ მოხდება შეწყალება, ადამიანის მოკვლას მხოლოდ ტყვია და დანა არ უნდა. ფსიქოლოგიურადაც და ენითაც შეიძლება ადამიანს მოუსწრაფო ცხოვრება”,- აღნიშნა რამიშვილმა.
ცნობისთვის, საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სინოდი მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის გათავისუფლების თხოვნით პრეზიდენტთან იშუამდგომლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები