საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ლამბერტო ზანიესთან მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების გავლების ფაქტებს. მხარეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ნდობის აღდგენის მხრივ საქართველოს სამთავრობო სტრატეგიას და ამ მიმართულებით ერთობრივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ეუთოს ყოვლისმომცველი საველე მისიის აღდგენის საკითხი. საუბარი შეეხო საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხსა და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ქართულმა მხარემ ეუთოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მოვლინების გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები