თეა წულუკიანი: თუ რომელიმე შეწყალებულ პირთან დაკავშირებით გაჩნდება კითხვა, პრეზიდენტმა უნდა ახსნას თავისი გადაწყვეტილება
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ თუ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირზე გაჩნდება კითხვა, მან უნდა ახსნას თავისი გადაწყვეტილება. როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
„მარიამობის შეწყალების აქტში 140-ე მუხლით არც ერთი პატიმარი შეწყალებული არ არის. თუ დადასტურდება, მერე ვისაუბროთ. შეწყალებაზე გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების შედეგებია ჩემთვის, თქვენთვის და ყველასთვის მნიშვნელოვანი. ამიტომ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მე რას ვფიქრობ და რას ვიტყვი, მთავარია გამოძიება რას გვეტყვის.
აუცილებელია, როდესაც პრეზიდენტი ამ თუ იმ პირს იწყალებს, შემდეგ მან შეძლოს, თუკი რომელიმე კონკრეტულ შეწუყალებულ პირთან დაკავშირებით გაჩნდება კითხვა, მან ახსნას, რატომ მიიღო ესა თუ ის გადწყვეტილება. ჩვენ არ ვართ სამეფო, ჩვენ ვართ რესპუბლიკა, ჩვენ არ გვყავს მეფე ან დედოფალი, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი და პრეზიდენტს რა თქმა უნდა, აქვს ვალდებულება შეწყალების აქტი რესპუბლიკაში დაასაბუთოს, თუ რატომ მოხდა. დასაბუთებაში არ იგულისხმება რამდენიმე გვერდიანი დასაბუთება, იგულისხმება ახსნა ან მინიშნება, თუ რა ედო საფუძვლად ამა თუ იმ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.