„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი მცხეთა-მთიანეთში რწყვის მიმდინარეობის საკითხებს გაეცნო
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა, მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში სარწყავი სისტემების ფუნქციონირების საკითხები რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურმა დირექტორმა, სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტებიც დაათვალიერა და სისტემის გამართულად მუშაობისთვის არსებულ საჭიროებებზე მოისმინა ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი გახდა 4 375 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 1600 ჰექტარზე გაუმჯობესდა.