“საქართველოსთან მიმართებით მოლდოვის წინ დაყენება და მისთვის მინიჭება იმ მოტივით, რომ მოლდოვაში არის უკეთესი დემოკრატიული ვითარება, არის სრული აბსურდი” – მათიკაშვილი
“საქართველოსთან მიმართებით მოლდოვის წინ დაყენება და მისთვის მინიჭება იმ მოტივით, რომ მოლდოვაში არის უკეთესი დემოკრატიული ვითარება, არის სრული აბსურდი”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს.
ის ევროკომისიის იმ განცხადებებს ეხმაურება,რომლის მიხედვითაც მოლდოვა საქართველოზე წინ არის.
“ჩვენ ამ სრულიად უსამართლო დამოკიდებულებას უკვე წლებია ვხედავთ. მას შემდეგ, რაც საქართველომ განაცხადი გააკეთა კანდიდატის სტატუსზე, ჩვენ ვნახეთ, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მოლდოვამ და უკრაინამ. საქართველოსთან მიმართებით მოლდოვის წინ დაყენება და მისთვის მინიჭება იმ მოტივით, რომ მოლდოვაში არის უკეთესი დემოკრატიული ვითარება, არის სრული აბსურდი. ეს ქვეყანა არის დსთ-ს წევრი დღესაც, ამ ქვეყნის კონსტიტუციაში წერია ნეიტრალიტეტი და არანაირ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას კონსტიტუცია და ქვეყანა არ ითვალისწინებს და მიუხედავად ამ ყველაფრის, რომ სამწუხაროდ, დუღს კორუფცია მოლდოვაში, საზოგადოებას რომ თვალში ნაცარი შეაყარონ, უსირცხვილოდ შეუძლიათ ევრობიუროკრატია გამოდგეს და განაცხადოს, რომ მოლდოვა უსწრებს საქართველოს,” – აცხადებს მათიკაშვილი.