“რა პროცესებიც გახარია-ხაზარაძის ირგვლივ წარიმართება, დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ ცუდად დასრულდება მათთვის“ – წილოსანი
“კოლექტიური “ნაცები” ორ ნაწილად გაიყვნენ, ერთნი არიან ფუნდამენტალისტი ნაცები, ვინც თავის შავბნელ იდეებსა და მოქმედებებში ჩაიკარგნენ და ჩარჩნენ და მეორე, ვითომ უფრო პროგრესული „ნაცები“ გახარია-ხაზარაძის პოლიტიკურ დაჯგუფებას ვგულისხმობ, ემხრობიან არჩევნებში მონაწილეობას”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
აღნიშნულით ის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა.
„ერთი მხრივ, ეს მათი გადაწყვეტილებაც კი შეიძლება არ იყოს და გარედან მინიჭებული როლია, თუმცა მეორე მხრივ რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავთ იმას, რომ მათ რეალურად ჰქონდეთ სურვილი, რომ ბოლომდე არ ჩამოშორდნენ პოლიტიკურ პროცესებს. ეს განხეთქილება საკმაოდ ლოგიკურია, უბრალოდ, რა პროცესებიც გახარია-ხაზარაძის ირგვლივ წარიმართება, ის რაღაც სასაცილო შეთანხმებები ერთობლივ კანდიდატებთან დაკავშირებით და მათი გაერთიანება ერთი კანდიდატის ირგვლივ, დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ ცუდად დასრულდება მათთვის“, – აღნიშნა წილოსანმა.