მამუკა მდინარაძე: კაცების და ქალების ასე დაყოფა და წარსულში ჩარჩენა არის პოლიტიკური მარაზმი

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის განცხადებას ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის მიმართ პოლიტიკურ მარაზმად აფასებს და მოუწოდებს მას დაუკვირდეს ქალის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს.

“ბატონო მამუკა ასეთი რაღაცები არ უნდა შეგეშალოთ, ქალის მიმართ ასეთი განცხადებები ყველაზე რბილად რომ გითხრათ არ არის სწორი, მოვუწოდებ ამ ადამიანს დააკვირდეს, რას ლაპარაკობს, კაცების და ქალების ასე დაყოფა და წარსულში ჩარჩენა არის პოლიტიკური მარაზმი”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა, სამაგიეროდ ხაჭაპურებს კარგად აცხობს.

“მაია ცქიტიშვილი შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები