თეა წულუკიანი: დარჩება თუ არა დეკანოზი მამალაძე სამკურნალო დაწესებულებაში ალტერნატიული ექსპერტიზით გადაწყდება
მსჯავრდებულმა, რომელიც საავადმყოფოში იმყოფება, ალტერნატიულ ექსპერტიზა მოითხოვა, რომელზეც თანხმობა უკვე გაცემულია. დარჩება თუ არა საავადმყოფოში მსჯავრდებული, ამ ალტერნატიული ექპერტიზის შედეგებზეა დამოკიდებული,- ეს კომენტარი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ციანიდის საქმეზე” მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
“ალტერნატიული ექსპერტიზაა მოთხოვნილი. ჩვენ თანხმობა პენიტენციური სამსახურიდან გაცემული გვაქვს, რომ ჩატარდეს ალტერნატიული ექსპერტიზა. ამის შემდეგ გადაწყდება საკითხი, დარჩეს თუ არა ესა თუ ის პატიმარი, მათ შორის ესეც, მე-18 დაწესებულებაში. მან გვითხრა, რომ ესა და ეს ორგანიზაციაა, რომელმაც მინდა რომ ჩამიტაროს ალტერნატიული ექსპერტიზა და ჩვენ გავეცით თანხმობა. უბრალოდ, ეს ექსპერტები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ გამოჩენილან”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.