“პარლამენტში ჩემი გამოსვლა თვისობრივად ახალი ფორმატის იქნება“

   პარლამენტში ჩემი გამოსვლა თვისობრივად ახალი ფორმატის იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განუცხადა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, კონკრეტული ფორმატის დეტალები არ დაზუსტებულა, თუმცა “ახალი ფორმატი“ უკავშირდება იმას, რომ ქვეყანას აღარ ჰყავს აღმასრულებელი პრეზიდენტი, არამედ ჰყავს სახელმწიფო მეთაური. “მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება თვისობრივად ახალი ფორმატის მოხსენება. აქამდე იყო აღმასრულებელი პრეზიდენტის მოხსენებები, თუმცა ახლა ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც არა აღმასრულებელი, არამედ სახელმწიფოს მეთაურია“, – განაცხადა მარგველაშვილმა. რაც შეეხება საკანონდებლო ორგანოში მისი მოხსენებით გამოსვლის თარიღს, მარგველაშვილის განცხადებით, ამაზე ჩამოყალიბება ჯერ კიდევ მიმდინარებს და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შეთანხმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები