უნიკალური LPG-მასაჟი „სკინ კოდში“ –  ცელულიტთან ბრძოლის უახლესი პროცედურა

LPG-მასაჟი აპარატული კოსმეტოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი მეთოდია. მისი უნიკალურობა მდგომარეობს შემდეგში – ეფექტურად მუშაობს თქვენი სხეულის თითოეულ მილიმეტრზე, რისი წყალობითაც არაჩვეულებრივი შედეგები აქვს ცელულიტთან და შეშუპებასთან ბრძოლისას. ასევე, უბრუნებს კანს ელასტიურობასა და სიმკვრივეს, ხოლო კუნთებს – ტონუსს.

LPG-მასაჟის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, უშუალოდ პროცედურის, მისი დადებითი თვისებებისა და სხვა მახასიათებლების შესახებ, მედიაჰოლდინგი „კვირა“ ესთეტიკური მედიცინის კლინიკა „სკინ კოდის“ სხეულის კორექციის სპეციალისტს – მაია დურგლიშვილს, დაუკავშირდა.

მაია დურგლიშვილს მასაჟის სფეროში 22-წლიანი გამოცდილება აქვს. კარიერის საწყის ეტაპზე, კერძო პაციენტები ჰყავდა, 2003 წელს, ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში, სილამაზის ცენტრში დაიწყო მუშაობა, სადაც მაღალი დონის სპა-კაბინეტში ტალახისა და წყალქვეშა მასაჟებს აკეთებდა. კარიერის ზენიტს მაშინ მიაღწია, როდესაც ესთეტიკური მედიცინის კლინიკა „სკინ კოდში“ გააგრძელა მოღვაწეობა. მისთვის საამაყოა, რომ LPG-მასაჟის ყველა აპარატზე უმუშავია, თუმცა, მისი აზრით, გამორჩეულია ფრანგული LPG აპარატი, რომელიც ექსკლუზიური წარმოებისაა და დაპატენტებული ტექნოლოგიის რიგებს განეკუთვნება.

LPG მეთოდის სერტიფიცირებული სპეციალისტი – მაია დურგლიშვილი: 

რა არის LPG?

ფირმა LPG 1986 წელს დაარსდა, რომელიც ინჟინერის, ლუის პოლ ჟიტაის სახელის აბრევიატურას ატარებს. ეს არის სხეულის საკორექციო, გამამკვრივებელი და გამაახალგაზრდავებელი ტექნოლოგია – მარტივი და გენიალური. მასაჟი სრულდება ფრანგული დაპატენტებული აპარატის მბრუნავი გორგოლაჭების მეშვეობით, რომელიც დამოუკიდებლად, რბილად ამუშავებს კანის ქსოვილს. პროცედურა ააქტიურებს სისხლის და ლიმფური სისტემის მუშაობას და აჩქარებს ცხიმის გამოდევნის პროცესს, ასევე,  ახდენს კოლაგენის სტიმულაციას და ხელს უწყობს ელასტინის გამომუშავებას. მასაჟის შედეგად, კანი ახალგაზრდავდება და მკვრივდება. მასაჟი ძალიან კარგია ოსტეოხონდროზის პრევენციისთვის.

უშუალოდ პროცედურის შესახებ რომ ვისაუბროთ…

LPG-მასაჟი მხოლოდ სპეციალურ სტრუქტურულ ენდერმოკომბინიზონზე კეთდება, თუმცა ყველა პრობლემური ზონა ჩანს. კომბინიზონი პაციენტს დაცულობის განცდას სძენს და დამეთანხმებით, ეს ნაწილი პროცედურაში ძალიან კომფორტულია. კომბინიზონი 3D სისტემის ქსოვილითაა შექმინილი, რაც უფრო სასიამოვნოს ხდის მასაჟის დროს მინიჭებულ შეგრძებებს. მინდა აღვნიშნო, რომ მასაჟის ეს მეთოდი არაინვაზიურია. მინდა ვთქვა ასევე ის, რაც ყველაზე თვალშისაცემია – პაციენტებს პირველივე პროცედურაზე მომენტალურად ეხსნებათ დაღლილობის შეგრძნება, აქვთ საოცარი სიმსუბუქის გრძნობა და ეს ყოველივე ლიმფოდრენაჟის ხარჯზე ხდება.

რა დროს არ შეიძლება LPG-მასაჟის გაკეთება?

მიუხედავად იმისა, რომ LPG-მასაჟი 100%-ით მექანიკურია, უკუჩვენებები მაინც აქვს. არის მომენტები, როდესაც პროცედურის ჩატარება რეკომენდებული არ არის, მაგალითად: ვირუსული და ინფექციური დაავადებების დროს; თიაქარის, ონკოლოგიური დაავადებების დროს; აკნესა და როზაციის დროს – სახის შემთხვევაში; ჰერპესის დროს; ლაქტაციის დროს (6 თვე). ორსულობაში (5-6 თვემდე) დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ქვედა კიდურების დასიება შეინიშნება. სახის ზონაზე, თუ პაციენტს ბოტოქსი აქვს გაკეთებული, LPG-მასაჟი დასაშვებია მხოლოდ 1 თვის შემდეგ, ფილერის შემთხვევაში – გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ. ასევე, LPG-მასაჟი არ კეთდება პირსინგის ზონაზე.

რამდენი სეანსია საჭირო შედეგის მისაღებად?

სპეციალისტი პროტოკოლს ინდივიდუალურად ადგენს, კურსი 12-20 პროცედურას მოიცავს, რომელიც კვირაში ორჯერ კეთდება. ჩვენ ვთავაზობთ, რომ საწყის ეტაპზე, პაციენტმა გაიკეთოს 12 პროცედურა.

როგორც ვიცი, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ცელულიტის დასაშლელად…

დიახ, მოდიან პაციენტები, რომლებსაც აქვთ ცელულიტისა და წონის პრობლემა. ამბობენ, რომ არიან დიეტაზე, ვარჯიშობენ, იღებენ წყალს, დადიან ფეხით –  ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ, სასიამოვნო პროცესია, მაინც სტრესის მატარებელია. როდესაც საქმე ეხება მასაჟს, პირველ რიგში, უნდა იყოს სასიამოვნო.

რაც შეეხება ცელულიტს, ამ პროცედურის სამიზნე ძირითადად,  ფიბროზული ცხიმებია, რომლებსაც ვერც მხოლოდ დიეტით და ვერც ვარჯიშით ვერ ვამარცხებთ. პროცედურა ებრძვის ფიბროზულ ცელულიტს, ამკვრივებს კანს, ხდება სხეულის მოდელირდება, ძლიერდება ტურგორი, ხსნის კუნთების სპაზმს, აძლიერებს მიკროცირკულაციას, ვენური უკმარისობის სინდრომს და აახალგაზრდავებს კანს. და რაღა თქმა უნდა, ჩვენს კლინიკაში პროცედურის შერჩევა ხდება ადამიანის მორფოტიპის მიხედვით.

ცნობილია, რომ LPG-ს გასახდომი ჩაიც აქვს…

დიახ, თუმცა გასახდომი ჩაის გარდა, გვაქვს გასახდომი კონცეტრანტი და ანტიეიჯ-კონცეტრანტი. ასევე, „სკინ კოდი“ წონაში დასაკლებ და ანტიცელულიტურ LPG კრემებსაც გთავაზობთ.

კლინიკა “სკინ კოდში“ კონსულტაციაზე ან პროცედურაზე ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე: 322 37 80 80 ან 595 34 80 80

 

მოამზადა ნინო გოლოშვილმა

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები