როგორ ვებრძოლოთ ნაოჭებს – უახლესი მეთოდები და რჩევები
ესთეტიკურ მედიცინაში, კონკრეტულად ასაკობრივი ცვლილებების კორექციაში, ბოტულინის ტოქსინს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ტოქსინის დახმარებით შესაძლებელია როგორც არსებული ნაოჭების გასწორება, ასევე პრევენცია. ტოქსინის ინექცია ინსულინის ნემსებით ხდება. ინექციის მთავარი მიზანია მიმიკური კუნთების ჰიპერაქტიურობის მოხსნა, რის შედეგად კუნთი პასიურ მდგომარეობაში გადადის, ეს კი თავის მხრივ ფორმირებული მიმიკური ნაოჭის გასწორებას იწვევს. მედიცინაში ტოქსინი ასევე აქტიურად გამოიყენება ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობა) მოსახსნელად.
ბოტულინის ტოქსინის დადებითი თვისებების, მისი გამოყენების, უშუალოდ პროცედურის, მისი ხანგრძლივობისა და სხვა დეტალური ინფორმაციის გასაცნობად, „კვირა“ ესთეტიკური მედიცინის კლინიკა „სკინ კოდის“ ექიმ–კოსმეტოლოგს ელისო შენგელიას დაუკავშირდა, რომელიც ინექციური კოსმეტოლოგიის მიმართულებით მუშაობს. ასევე, ბოტულინოთერაპიის სერტიფიცირებული ტრენერია და ამ სფროში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება აქვს.
რა არის ბოტულინის ტოქსინი და ზოგადად რას მოიცავს ბოტულინოთერაპია?
ბოტულიზმის გამომწვევი ბაცილის მიერ პროდუცირებული ცილაა, რომელიც კუნთსა და მამოძრავებელ ნერვს შორის წყვეტს კავშირს და კუნთი გადადის მოდუნებულ მდგომარეობაში. პროცესი უკუგანვითარებადია და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კუნთ-ნერვული კავშირი აღდგება, კუნთი კი აქტიურ მდგომარეობას უბრუნდება. ტოქსინის ამ უნარმა ექიმ-კოსმეტოლოგებს საშუალება მისცა გააკონტროლონ მიმიკური კუნთების აქტივობა და ხელი შეუშალონ ასაკობრივი მიმიკური ნაოჭის ჩამოყალიბებას.
რადგან ამ სტატიის დანიშნულებაა ქალბატონების ინფორმირება, მე მინდა კარგად ავხსნა ბოტულინოთერაპიის მნიშვნელობა. მიმიკური კუნთები, რომლებიც ადამიანის ინდივიდუალობის მთავარი კომპონენტია, დაყოფილნი არიან ორ ჯგუფად: ამწევ კუნთებად და დამწევ კუნთებად. სიცოცხლის პირველ ეტაპზე აქტიურია ამწევი კუნთები, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად აქტიურდებიან დამწევი კუნთები, სახის კანი კი ფტოზირდება. ტოქსინის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ამ ასაკობრივი ჰიპერტონუსის სრული კონტროლი. შედეგად ვიღებთ მიმიკური დინამიკის ბალანსის შენარჩუნებას, ვახდენთ მიმიკური ნაოჭებისა და სახის ოვალის დეფორმირების პრევენციას დროული ჩარევის შემთხვევაში ან- არსებულის ლიკვიდაციას.
სხეულის კიდევ რომელ ნაწილზე ტარდება ბოტულინოთერაპია ?
სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემ, მინდა ვთქვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ბოტულინოთერაპიის შემთხვევაში მიმიკური ბალანსის გადანაწილებას და ამწევი ფუნქციის გაძლიერებას. წლების განმავლობაში ტოქსინი წარმატებით გამოიყენებოდა სახის ზედა მესამედის დასამუშავებლად (წარბებს შორის სივრცე, შუბლი და თვალების ირგვლივ). 30-წლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ზედა მესამედის ინფილტრირება არ არის საკმარისი ე.წ. ლიფტინგისთვის, არამედ ითხოვს სახის ქვედა მესამედის (კისრის კანქვეშა კუნთის) დამუშავებას. ამ შემთხვევაში, ვიღებთ ჭეშმარიტ ლიფტინგს და მთელი სახის გაახალგაზრდავების ეფექტს.
როგორც ვიცი, მედიცინაში ტოქსინი აქტიურად გამოიყენება ჰიპერჰიდროზის დროსაც და აქრობს ოფლიანობას ხელის გულების, ტერფებისა და იღლიის ზონაში…
დიახ, სრული პასუხისმგებლობით გპასუხობთ, რომ ბოტულინოთერაპია დღეს არის ერთადერთი საშუალება სხეულის ნებისმიერ ზონაში ჭარბი ოფლიანობის სრულად მოსახსნელად.
რამდენი პროცედურა ან რამდენი ინექციაა საჭირო ერთ კონკრეტულ არეალზე ჰიპერჰიდროზის სამკურნალოდ?
გააჩნია ზონას, თუმცა ხშირ შემთხვევაში, 100 ერთეული ტოქსინი საკმარისია.
უშუალოდ სახის ზედა მესამედის ბოტულინოთერაპიაზე რომ ვისაუბროთ, როგორ მუშაობთ და ინექციის გაკეთების რა აუცილებელი კრიტერიუმებია გასათვალისწინებელი?
აუცილებელი კრიტერიუმია- სახის ყველა დამწევი კუნთის მეტ-ნაკლებად დამუშავება, რათა ჭეშმარიტი ლიფტინგი მივიღოთ, ასევე მნიშვნელოვანია ადამიანის ინდივიდუალობის შენარჩუნება და ემოციების ექსპრესიის თავისუფლება. ყველა მიმიკის შენარჩუნება და ნაოჭების გასწორება, აი ეს არის ტოქსინის გამოყენება მაღალ ხარისხში.
ტოქსინის მოქმედების ვადაზე და თავად პროცედურის ხანგრძლივობაზეც რომ ვისაუბროთ…
ტოქსინის მოქმედების ვადა სტაბილურად 4 თვე გრძელდება, ტოქსინის 4-დან 6 თვემდე გასვლა აბსოლუტურად ნორმალური მდგომარეობაა. ბოტულინოთერაპიის პროტოკოლის სწორი დაცვით სავსებით შესაძლებელია მოქმედების ვადა 6-დან 8 თვემდე გავზარდოთ. 8 თვის შემდეგ კი ტოქსინის მოქმედება ფაქტობრივად არ არსებობს. ტოქსინმა ნერვულ უჯრედს ინფორმაციის გადაცემის უნარი დააკარგვინა და კუნთის შეკუმშვა შეწყდა. საბოლოოდ ის აუცილებლად უნდა აღდგეს – ეს არის ცოცხალი ქსოვილის აღდგენითი უნარი. რაც შეეხება პროცედურას, ძალიან ხანმოკლეა და ის დაახლოებით 20-დან 30 წუთამდე გრძელდება.
რამდენად მტკივნეულია თავად პროცესი?
ტოქსინის ინიცირებისთვის ვიყენებთ ინსულინის ნემსს, რომლიც 13 მილიმეტრია და ძალიან წვრილი თავი აქვს. ინექცია ხდება კუნთში და რა თქმა უნდა, ეს არასასიამოვნო პროცესია. აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა პაციენტს ტკივილის აღქმის სხვადასხვა ზღვარი აქვს. ზოგი ზედმეტად ემოციურია, ზოგიც ნაკლებად. არის ისეთი შემთხვევები, როცა ძალიან უნდათ ტოქსინის გაკეთება, მაგრამ ზედმეტი ნემსის ჩხვლეტა- არა. ასეთ შემთხვევაში, ვითვალისწინებთ – პაციენტის დამოკიდებულებას ტკივილის მიმართ და პროცედურას უმნიშვნელო ანესთეზიის ზემოქმედებით ვაკეთებთ.
რა ასაკში უნდა მივმართოთ ბოტულინოთერაპიას?
აუცილებელ პირობას წარმოადგენს კუნთის ან კუნთთა ჯგუფის აქტიურობის განსაზღვრა. თუ კუნთი ჰიპერაქტიურია, ანუ ზედმეტად მიმიკურია, აუცილებელია აქტიურობის მოხსნა. ე.ი. ინექციის მაჩვენებელი არის არა ასაკი, არამედ მიმიკურობის ხარისხი. არის დაბერების ისეთი ფორმები, სადაც თავს ვიკავებთ ტოქსინის გამოყენებაზე, ასე რომ ეს გამოცდილი ექიმის გადასაწყვეტია.
და ბოლოს, ვისაუბროთ ტოქსინის მწარმოებელ ქვეყნებზე და რომელი ქვეყნის წარმოებას ანიჭებს უპირატესობას კლინიკა „სკინ კოდი“ ბოტულინოთერაპიის დროს…
საქართველოში რამდენიმე ფარმაცევტული კომპანიის მიერ წარმოებული ტოქსინი იყიდება, აქედან არის ძალიან მაღალი ხარისხის ტოქსინები და არის ხარისხიანი ეკონომკლასის ტოქსინები. შესაბამისად, რასაც ლიცენზია არ აქვს, კლინიკა „სკინ კოდში“ უბრალოდ არ და ვერ ხვდება.ასევე, ტოქსინის ძალიან ცნობილი ბრენდია ბოტოქსი, რომელიც არალიცენზირებულია საქართველოში. ადრე ჰქონდა ლიცენზია, თუმცა ახლა აღარ აქვს. რეალურად ის სწორი გზით არ შემოაქვთ და არ იყიდება. აქედან გამომდინარე, ბოტოქსის რეალიზაციას ვერ ვახდენთ.
საქართველოში იყიდება ძალიან მაღალი ხარისხის დისპორტი და ქსეომინი. დისპორტი არის ინგლისური კომპანიის წარმოება და ქსეომინი – გერმანიის. კლინიკა „სკინ კოდი“ ძირითადად ამ ორი ქვეყნის პროდუქციას იყენებს. არსებობს კიდევ რამდენიმე სახის ტოქსინი, რომლებიც კორეული წარმოებისაა, მაგალითად, ბოტულაქსი, საკმაოდ მაღალ ხარისხიანია, ლიცენზირებულია და აპრობირებული – ეს ეკონომკლასს განეკუთვნება.
პაციენტები თავად წყვეტენ, თუ რომელი ქვეყნის პრეპარატი გამოიყენონ თერაპიისთვის, არიან პაციენტები, რომლებიც VIP მომსახურებას და VIP ტოქსინს ირჩევენ და არიან პაციენტები, რომლებიც ეკონომვარიანტში კორეულ ბოტულაქსს ანიჭებენ უპირატესობას.
კლინიკა “სკინ კოდში“ კონსულტაციაზე ან პროცედურაზე ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე: 322 37 80 80 ან 595 34 80 80
მოამზადა ნინო გოლოშვილმა