პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ცხვრები მიიყვანეს (ფოტო, ვიდეო)

მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა​ ​საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ცხვრები მიიყვანეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ცხვრები სიმბოლურად საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს განასახიერებენ, რადგან სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები ცხვრებივით მისცემენ ხმას მთავრობის დამტკიცების საკითხს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი მინისტრთა ახალ კაბინეტს კენჭს დღეს უყრის.

 

ვიდეო “პირველი არხი”

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები