ერაყში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის აღმოსავლეთით, ქალაქ კუტში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 61 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება.

მედიის ცნობით, მაშველებმა 45 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ შია ალ სუდანიმ მოითხოვა ქვეყნის საზოგადოებრივი შენობების ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების პროტოკოლების გადახედვა, რადგან, მისივე თქმით ეს ტრაგედია უსაფრთხოების სტანდარტების უგულებელყოფის შეხსენებაა.

ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები