თენგიზ შარმანაშვილი: ნებისმიერი საქმე, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა განიხილეს და რომელიც სათუოდ გახადეს ევროპელმა ბიუროკრატებმა, ყველა სტრასბურგის სასამართლოში წავიდა
,,ნებისმიერი საქმე, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა განიხილეს და რომელიც სათუოდ გახადეს ევროპელმა ბიუროკრატებმა, ყველა სტრასბურგის სასამართლოში წავიდა”,- ამის შესახებ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
„ეს არის თამაშის წესების გზადაგზა მოგონება. ეს იგივეა, რომ ფეხბურთის მატჩის დროს მსაჯმა გამოაცხადოს, რომ ახლა მეორე ტაიმისთვის ახალი წესები შემოიღო და ეს წესები არავინ იცოდეს. უბრალოდ, მერე რომ ჰკითხონ რატომ შემოიღო, უპასუხებს: „ასე მინდა და იმიტომ“. ამის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. არცერთი რეალური დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რაზეც ისინი საუბრობენ, არ არსებობს, მათ შორის ე.წ. პოლიტიკური დევნის და პოლიტპატიმრების. ნებისმიერი საქმე, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა განიხილეს და რომელიც ვითომდა სათუოდ გახადეს ევროპელმა ბიუროკრატებმა და ევროპარლამენტის დიდმა ნაწილმა, ყველა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წავიდა. ყველა ამ საკითხში მომჩივნები დამარცხდნენ. ამის მიუხედავად, ეს საკითხები დღის წესრიგში მაინც ფიგურირებს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.