გონიოში კორპუსის საყრდენი რკინის კონსტრუქცია ჩამოიშალა.
მომხდარის შედეგად, დაშავებულია ერთი ადამიანი.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, დაშავებული პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.