მარნეული-ბოლნისის გზაზე ავარია მოხდა – არიან დაშავებულები

მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ფორდის მარკის ავტომობილი გზიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები