პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
საკანონმდებლო ორგანოსთან  მოძრაობის – „სირცხვილია“ ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან შეკრებილი. როგორც ისინი აცხადებენ,  გიორგი გახარიას შს მინისტრის თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, თუმცა ამის ნაცვლად, დღეს ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.
აქციის მონაწილეები პროტესტს საყვირებითა და ტრანსფარანტებით  გამოხატავენ. მათ პარლამენტის შენობის  ერთ-ერთ შესასვლელთან სირცხვილის დერეფანიც მოაწყვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები