მეზოძაფები – სახისა და სხეულის გაახალგაზრდავება მხოლოდ ერთი პროცედურით – ინტერვიუ „სკინ კოდის“ ექიმ-კოსმეტოლოგთან

შესაძლებელია თუ არა სახისა და სხეულის გაახალგაზრდავება ქირურგიული ჩარევის გარეშე? კლინიკა Skin Code-ში მეზოძაფების იმპლანტაციის პროცედურის ჩატარება, იძლევა იმის გარანტიას, რომ ქირურგიული ჩარევის გარეშე, თქვენი კანი ორი წლის განმავლობაში, გლუვი, ელასტიური და ახალგაზრდული იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს ლიფტინგის ყველაზე მარტივი და უსაფრთხო მეთოდია.

ხაზოვანი, სპირალური მეზოძაფები, კანქვეშ გამოყენების შემდეგ, კარკასს ქმნიან, ახდენენ ქსოვილის არმირებას (ამაგრებენ) და არ აძლევენ მას დაშვების საშუალებას. ასევე, ამკვრივებენ კანს, ამაღლებენ ტონუსსა და ელასტიურობას, ასწორებენ წვრილ ნაოჭებს სახის კანსა და სხეულზე.

მეზოძაფების გამოყენების ძირითადი მიზეზებია: კანის არათანაბარი რელიეფი, ელასტიურობისა და ტურგორის შემცირება; დაბერების წვრილნაოჭიანი ტიპი; დაბერების პროცესის შენელება; ბოტულოტოქსინის ეფექტის გაძლიერება და პროლანგირება; ~დროისა და სახსრების ეკონომია – 2 წლამდე ეფექტის მისაღწევად, ერთი პროცედურაც კი საკმარისია.

ტრედ ლიფტინგის, ზოგადად, მეზოძაფების სახეობების გამოყენების არეალისა და მისი უპირატესობების შესახებ, ესთეტიკური მედიცინის ცენტრ „სკინ კოდის“ ექიმი-კოსმეტოლოგი და ამავე სახელწოდების აკადემიის ლექტორი – ლალი ელბაქიძე  გვესაუბრება:

-რა არის მეზოძაფები?

-მეზოძაფები არის ქირურგიული ძაფები, რომლის გაწოვაც ორგანიზმში მოხვედრიდან 6-8 თვის შემდეგ ხდება. მეზოძაფების კანში მოხვედრის შემდეგ, მათ გარშემო კოლაგენი წარმოიქმნება. სწორედ კოლაგენის ხაზების შედეგად ხდება კანის განმტკიცება და ელასტიურობის შენარჩუნება. ეს არის თმის ღერის სისქის პოლიდიოქსანონის ძაფი, რომელიც როგორც კარდიოქირურგიაში, ისე პედიატრიაშიც გამოიყენება. ძაფები მოთავსებულია გამტარ ნემსებში, ნემსის საშუალებით, ვათავსებთ დერმაში და უკვე ნემსის გამოღების შემდეგ, ძაფი კანქვეშ რჩება. პროცედურის დამთავრების შემდეგ, მექანიკური მოქმედების საშუალებით, ლიფტინგის რბილი ქსოვილების აწევის ეფექტი მაშინვე ჩანს, მაგრამ ყოველი თვის შემდეგ, თანდათან უმჯობესდება. უკვე 6-8 თვის შემდეგ, გაიწოვება ძაფი და იშლება წყლად და ნახშირორჟანგად. სწორედ მის მიერ წარმოქმნილი კოლაგენის ხაზები განაპირობებს შემდეგ კანის სიმტკიცესა და ლიფტინგს, ანუ აქაჩვას.

მეზოძაფების უპირატესობებზეც რომ ვისაუბროთ…

ეს პროცედურა პლასტიკური ქირურგიის ალტერნატივად ითვლება და აქვს შემდეგი უპირატესობები: ნაკლებად ინვაზიურია, ანუ არ არის მტკივნეული, იმდენად უმტკივნეულოა, რომ ანესთეზიის საჭიროება არ დგას, მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზია შეიძლება გამოვიყენოთ, ისიც განსაკუთრებულ შემთხვევაში. ასევე, არატრავმატულია – პროცედურით გამოწვეული შეშუპება ორ კვირაში ლაგდება. დავუშვათ, თუ პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესი 6 თვე გრძელდება, ტრედ ლიფტინგის დროს, სახლიდან  გასვლა პროცედურიდან მეორე დღესვე შეგიძლიათ. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მეზოძაფებმა მრავალი ქალბატონის დაინტერესება გამოიწვია. აღსანიშნავია ისიც, რომ  თავად პროცედურა ძალიან ცოტა დროს საჭიროებს – მაქსიმუმ 1 საათს.

რა ასაკიდან არის სასურველი მეზოძაფების გამოყენება?

35 წლის შემდეგ დასაშვებია, მაგრამ მეზოძაფები ასაკობრივი დაბერებით გამოწვეული ცვლილებების გარდა, სიმეტრიასაც ასწორებს.

მეზოძაფების მხოლოდ ერთი სახეობა არსებობს?

ძაფები რამდენიმენაირია: მონოძაფი, სპირალები(3D) და კოგები (4D). კანქვეშ ჩასვლის ყველას თავისი სიღრმე აქვს, შესაბამისად, ფასებიც ძაფების სახეობების მიხედვით მერყეობს. თუ ერთი სახეობა უშუალოდ ლიფტინგისთვის არის, მეორე რბილი ქსოვილების გადასაადგილებლად გამოიყენება. ანუ ჩვენ შეგვიძლია ძაფების ჩადებით, მოვახდინოთ თვითონ კანის ფაქტურის გაუმჯობესება და გაახალგაზრდავება, მეორე – რბილი ქსოვილების ანუ გრავიტაციული ფტოზით ჩამოსული ქსოვილების თავის ადგილზე დაბრუნება.

ფილერები თუ ძაფები? და ძირითადად სხეულის რომელ ნაწილებზე ხდება მეზოძაფების გამოყენება?

ერთი მეორეს არ ცვლის. ფილერი ადიდებს მოცულობას, ხოლო მეზოძაფები რბილი ქსოვილების გადაადგილებას ახდენს. თუმცა, ფილერის მოქმედების ვადა 1 წელია, ძაფების კი 2 წელი. მინდა ვთქვა, რომ ფილერისგან განსხვავებით, ძაფები არ იწვევს შეშუპებას. მე პირადად, შემხვედრია სახის ასიმეტრია და ერთ ლოყაზე ძაფებით მიმუშავია და მეორეზე ფილერით – კომბინაცია ხდება ძალიან კარგად. მაგალითისთვის, თუ ვმუშაობ სახის ზედა არეში და ვახდენ ყვრიმალის მოცულობის გაზრდას – სახის დანარჩენ ნაწილს, რაც გრავიტაციული ფტოზით არის ჩამოსული, უკვე ამ ქსოვილების ძაფით მთელ კანზე გადაადგილებას ვახდენ. მეზოძაფები ზედაპირულად ლაგდება და გარდა იმისა, რომ კოლაგენი წარმოიქმნება, მის გარშემო ახალი სისხლძარღვებიც წარმოიქმნება, ხდება ასევე საკვები ნივთიერებების უკეთესად მიწოდებაც. შედეგად, კანის ხარისხი უმჯობესდება, მტკიცდება და ჰიალურონიც უფრო მეტად გამომუშავდება… მოკლედ, მეზოძაფები აცოცხლებს და აახალგაზრდავებს კანს.

რაც შეეხება გამოყენების არეალს, მეზოძაფებს არამხოლოდ სახეზე, არამედ  ყელზე, დეკოლტეზე, ტანზე და მშობიარობის შემდგომ მოდუნებულ კანზეც ვაკეთებთ, ასევე, შესაძლებელია ცხიმების დაშლაც. საუკეთესოა წარბებს შორის ნაოჭის გასადავებისთვის და ზოგადად, წარბების აწევისთვის. სავსებით შესაძლებელია მუხლების აწევა-კორექციაც, დუნდულებისთვის ე.წ. ბრაზილიური ფორმის მიცემა, პოპულარულია ახალგაზრდებში მუცლის გასწორებაც. იდეალურია ხელის მტევნებისთვის, მკერდისთვის ლამაზი ფორმის მისაცემად და ა.შ.

კლინიკა “სკინ კოდში“ კონსულტაციაზე ან პროცედურაზე ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე: 322 37 80 80 ან 595 34 80 80

 

მოამზადა ნინო გოლოშვილმა

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები