სამართებლის შენახვისა და ტარებისთვის მსჯავრდებულს ბრალი წარედგინა

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულ ი.ნ.-ს აკრძალული საგნის შენახვის, ტარებისა და სარგებლობის ფაქტზე, სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი წარედგინა. “გამოძიების თანახმად, სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში განმარტოებით მოთავსებული მსჯავრდებული ი.ნ. საკანში ინახავდა აკრძალულ ბასრ საგანს – დაშლილ ერთჯერად სამართებელს, რომლითაც 2013 წლის 4 ნოემბერს, სხეულზე დაზიანებები მიიყენა. აკრძალული საგანი იმავე დღეს დაწესებულების თანამშრომლებმა ჩამოართვეს. აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები