ქალმა საკუთარი გეი კატა სახლიდან გააგდო
ქალაქ ლაფიას მცხოვრებმა საკუთარი კატა სახლიდან გააგდო იმის გამო, რომ პატრონმა ის გეად ჩათვალა, -ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი “მეტრო” წერს. კატის მეპატრონის თქმით, კატა ბულის ქცევები უცნაური იყო და მისი სახლიდან გაგდების მიზეზი ეს გახდა. როგორც ქალბატონმა აღნიშნა, კატა მასთან ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში სხვა კატასთან ის არც ერთხელ არ დაუნახავს, თუმცა მის სახლში სხვა კატებიც ყოველთვის იყვნენ. კატა ბული კი მხოლოდ ძუ კატებთან ერთად თამაშობდა და მათთან ერთად იყო ხოლმე. ქალმა დაამატა, რომ კატა გააგდო და ახლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი წაყვანა. მეცნიერთა თქმით, ცხოველებიც შეიძლება იყვნენ ჰომოსექსუალები.