დავით ნარმანია ,,პენსიონერთა კავშირის“ წევრებს შეხვდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია მხარდამჭერთა დარბაზში ,,პენსიონერთა კავშირის“ წევრებს შეხვდა. კოალიციის ინფორმაციით, დედაქალაქის მერობის კანდიდატი პენსიონერებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე ესაუბრა.
ნარმანიამ მუნიციპალური პროგრამების გაფართოების ძირითადი გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ 4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 800 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. დავით ნარმანიამ ყურადღება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომუნალურ გადასახადებსა და მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათების გაზრდაზე გაამახვილა. ასევე საუბარი შეეხო სასწრაფო – სამედიცინო სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები