ენერგეტიკის სამინისტრო "ენერგო-პრო ჯორჯიას" მუშაობით უკმაყოფილოა

  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და ქვეყნის მოსახლეობა კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიას” მუშაობით ძალიან უკმაყოფილოა, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ “ენერგო-პრო ჯორჯიის” წარმომადგენლებთან შეხვედრის დასაწყისში განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანია ვალდებულია, მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მიწოდება 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოს. მინისტრმა კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა, რომ ის, რაც წელს უამინდობის გამო მოხდა აჭარაში, პირველ რიგში, ამ დაგროვილი უპასუხისმგებლობის ბრალი იყო.
„წლებია „ენერგო-პროს“ ქსელში არსებობდა პრობლემები რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. რატომღაც ხდებოდა მოსახლეობის საზიანოდ ამაზე თვალის დახუჭვა და წაყრუება. ის, რაც წელს უამინდობის გამო აჭარაში მოხდა, პირველ რიგში ამ დაგროვილი უპასუხისმგებლობის და ჩემი წინამორბედების უყურადღებობის ბრალი იყო.
კომპანია ვალდებულია, ელექტროენერგიის მიწოდება 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოს. მოვითხოვ, უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იყოს გეგმა ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში ქსელის გაუმჯობესების კუთხით განხორციელდება. ასევე ვთხოვ სემეკ-ის წარმომადგენლებს, მონიტორინგი გაუწიონ ადგილებზე კომპანიის მიერ დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშოებს“,-განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები