სასტიკი მკვლელობა გარდაბანში – “დროზე ჩამოდი, შენც გაგისწორდებით”
7 ივნისს, გვიან ღამით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სასტიკი მკვლელობა მოხდა. თავდამსხმელებმა ოჯახში შეაღწიეს და შუახნის აზერბაიჯანელი ცოლ-ქმარი მოკლეს. როგორც გარდაბნის მაცხოვრებლები ამბობენ, ცოლ-ქმარს თავში ბლაგვი საგანი ურტყეს, რის შედეგადაც სახე ისე ჰქონდათ დაზიანებული, ახლობლებს მათი ამოცნობაც კი გაუჭირდათ. ამბობენ იმასაც, რომ გარდაცვლილების ვაჟი რუსეთში ცხოვრობს. ოჯახი შეძლებულია, ცოლ-ქმარს გარდაბანში თავისი პატარა ბიზნესი აქვს, თუმცა თავდამსხმელებს სახლში ხელი არაფრისთვის უხლიათ.
ახლობლები ერთ-ერთ ვერსიად შურისძიებას განიხილავენ. ამბობენ იმასაც, რომ მკვლელებმა კედლებზე წარწერები დატოვეს, სადაც მოკლულების ვაჟს უხმობენ: – “დროზე ჩამოდი, შენც გაგისწორდებით”, – ამ შინაარსის რუსულენოვანი წარწერები დატოვეს მკვლელებმა გარდაცვლილების კერძო სახლის კედლებზე.
შსს-ში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ.
მათივე ცნობით, საქმე 109-ე მუხლითაა აღძრული (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში), გამოძიებას, ამ ეტაპზე, არც დაკავებული ჰყავს და არც ეჭვმიტანილი. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.