POSTV – ანალიტიკა: შალვა შავგულიძე უტიფრად იტყუება!
ინტერნეტტელევიზია POSTV ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია ციხეში სულხან მოლაშვილის წამებაზე.
წამების ორგანიზებაში მოლაშვილი გიგა ბოკერიასაც სდებდა ბრალს. მოლაშვილის ადვოკატი, შალვა შავგულიძე კი ამ ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიებას ითხოვდა და სატელევიზიო ინტერვიუებში, საჯაროდ, მწამებელთა შორის ბოკერიასაც ახსენებდა. ამას ადასტურებს POSTV-ს ვიდეოში გამოყენებული საარქივო მასალა, სადაც სულხან მოლაშვილი და შალვა შავგულიძე გიგა ბოკერიას ახსენებენ.
„დღეს შალვა შავგულიძე ბოკერიასა და სააკაშვილის თანაგუნდელია. შავგულიძე ბოკერიას მიერ მოლაშვილის წამების სავარაუდო ორგანიზების თაობაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხობს, რომ არასდროს მოუთხოვია სისხლის სამართლის გამოძების დაწყება ამ ფაქტზე, რაც სიცრუეა“, – ამბობს POSTV.