“მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ ჩემი შვილის პოლიტიკურად გამოყენებისგან, ჩემზე უკეთ არავინ იცის, ჩემი შვილი როგორ დავიცვა”

“მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ ჩემი შვილის პოლიტიკურად გამოყენებისგან, ჩემზე უკეთ არავინ იცის, ჩემი შვილი როგორ დავიცვა”, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
ზაზა სარალიძემ ყველას მოუწოდა, თავისი ოჯახის პოლიტიკურად გამოყენებისგან თავი შეიკავონ.
„ეს იყო სამართლის აღდგენის პირველი უდიდესი ნაწილი. წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩემი ბრძოლა ძალიან კარგად იცით. პირველად გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს სამართლის საბოლოოდ აღდგენას. ეს არის სამართლის ნაწილობრივ აღდგენა. ბრძოლა ისევ გრძელდება ბოლომდე. არავინ იფიქროს, რომ ან მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი. ეს ბრძოლა არ გაჩერდება. ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. არავის არაფერს შევარჩენ! მოვუწოდებ ყველა ადამიანს, თავი შეიკავონ ყველანაირად ჩემი შვილისა და ჩემი ოჯახის პოლიტიკურად გამოყენებისგან. ჩემზე უკეთ არავინ იცის, ჩემი შვილი როგორ დავიცვა“, – განაცხადა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გ.ბ-ს დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები