ზაალ ანჯაფარიძე: 144-კაციანი სიაა, მაგრამ ესეც არ მოსწონთ, იქნებ იმიტომ, რომ სიაში მათთვის სასურველი ხალხი ვერ აღმოაჩინეს

“144-კაციანი სიაა, მაგრამ ესეც არ მოსწონთ, იქნებ იმიტომ, რომ სიაში მათთვის სასურველი ხალხი ვერ აღმოაჩინეს?!”-ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატთა სიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შარშან დანიშნული მთავარი პროკურორის მიერ საკუთარი კანდიდატურის წარდგენა არაგონივრულია.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატთა ის 10-კაციანი სია და მისი წარდგენის მეთოდი არ ვარგოდა, დასტური! ახლა 144-კაციანი სიაა და ყველას შეუძლია იხილოს, იმსჯელოს, გაზომოს, შეაფასოს და ა.შ. მაგრამ ესეც არ მოსწონთ, იქნებ იმიტომ, რომ სიაში მათთვის სასურველი ხალხი ვერ აღმოაჩინეს?!. ​იურიდიულ წრეებთან შეხება არ მაქვს და პრეტენდენტების ავკარგიანობაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ შარშან დანიშნული მთავარი პროკურორის მიერ საკუთარი კანდიდატურის წარდგენა, არ მგონია მთლად გონივრული და ადეკვატური”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატთა სია დღეს გაასაჯაროვა. ახალი სიის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მოხვდა. სიაშია ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები