“კვერცხების სროლა კულტურული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი არ არის“

   კვერცხების სროლა ცივილიზებული და კულტურული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი არ არის – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფონიჭალაში გუშინ მომხდარ ინციდენტს.
“მინდა, კიდევ ერთხელ ყველა მოქალაქეს, კერძო პირებისგან შემდგარ ყველა ჯგუფს მოვუწოდო, რომ თუ მათ რომელიმე კანდიდატი არ მოსწონთ, ამ შეხვედრაზე ნუ მივლენ, რადგან კვერცხების სროლა და ამ ტიპის დაპირისპირება არ არის დამახასიათებელი ცივილიზებული და კულტურული საზოგადოებისთვის. ვაცადოთ კანდიდატებს, ვინც არ უნდა იყოს ის, თავის პოტენციურ ამომრჩეველს დაუმტკიცოს, რომ ის სხვებს სჯობს”, – განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ფონიჭალაში ამომრჩეველთან შეხვედრაზე მისულ “ნაციონალური მოძრაობის” კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატს ხათუნა ბერძენიშვილს კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები