ლია კრიალაშვილი სანდრა რულოვსს – „შენ ხარ საქართველოს მაოხრებლის ცოლი, წადი, ვიდრე ცოცხით არ გაუგდიხარ გამწარებულ ხალხს“
„შენ ხარ საქართველოს მაოხრებლის ცოლი, ჩემი ძმისა და არაერთი უდანაშაულო ადამიანის მკვლელის ცოლი! თუ იოტისოდენა სინდისის ნატამალი შეგრჩა, დროულად აიკარი გუდა-ნაბადი და წაეთრიე საქართველოდან“, – ამ სიტყვებით მიმართავს „მუხროვანის ამბოხის“ დროს მოკლული გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი ექსპრეზიდენტის მეუღლეს სანდრა რულოვსს.
20 მაისს „მუხროვანის ამბოხის“ ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მკითხველს ლია კრიალაშვილთან ინტერვიუს სთავაზობს.
ლია კრიალაშვილი 10 წლის მომხდარ ტრაგედიას იხსენებს და პროკურატურის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს.
მისივე თქმით, გია კრიალაშვილის საქმე დღემდე გამოუძიებელია და პროკურატურაში თაროზეა შემოდებული.
ლია კრიალაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისდროინდელ მაღალჩინოსნებს მიმართავს:
„ათიათასჯერ ამხილეს გვარამია, თარგამაძე, თვითონ სააკაშვილი ფარული ჩანაწერებიც გამომზეურდა, როგორ საუბრობდნენ გადატრიალებაზე, მაგრამ არავინ დასჯილა. იქეთ იქადნებიან. ნიკა გვარამია პირდაპირ გინებაზე გადავიდა, მთელს ერს შეურაცხყოფას გვაყენებს, მიწასთან გვასწორებს და კაციშვილი ხმას ვერ სცემს. გვარამია სადაც შემხვდება, თმებით ვითრევ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამისთვის მე აუცილებლად მომთხოვენ პასუხს, განსხვავებით “ნაციონალებისგან”.
ბოღმა მახრჩობს, რისთვის მოკლეს ჩემი ძმა? რატომ ან რისთვის გაწირა თავი? იმისთვის, რომ დღეს მისი სახელი ასე უყურადღებოდ მიგდებულიყო? იმისთვის, რომ იქეთ დაადანაშაულონ მკვლელებმა, ვანო ციხიდან რატომ გაიყვანესო? მე თუ მკითხავთ, ვანო მერაბიშვილი არათუ ციხიდან უნდა გაეყვანათ, ნეტა მოეკლათ კიდეც, მისი ჯიში და მოდგმა რომ არ გამრავლდეს. ის ციხეში უნდა დალპეს! ზუსტად ასე დაწერეთ, ჩემი თხოვნაა. ამ არაკაცმა სააკაშვილთან ერთად ერის გენოციდი მოახდინა. ხმა ჩაიკმინდოს ყველამ, თუკი ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს უფლებების დაცვის კუთხით, მათ შეუძლიათ კიდევ ერთხელ მოისმინონ ნაძირალა მერაბიშვილის სიტყვები, როგორ ბრძანებდა – ორი გვამი მომართვითო”, – აცხადებს ლია კრიალაშვილი გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.
ამასთან, ლია კრიალაშვილი სანდრა რულოვსს მიმართავს და ურჩევს, საქართველოს ტერიტორია დატოვოს:
„შენ ხარ საქართველოს მაოხრებლის ცოლი, ჩემი ძმისა და არაერთი უდანაშაულო ადამიანის მკვლელის ცოლი! ხომ ხედავ, ქართველი ხალხი არას გეუბნება. დამთავრდა ის დრო, როდესაც მიამიტური სახითა და მეგრულით აკვირვებდი მოსახლეობას, შენი დაყენებული მიმიკების აღარავის სჯერა. თუ იოტისოდენა სინდისის ნატამალი შეგრჩა, დროულად აიკარი გუდა-ნაბადი და წაეთრიე საქართველოდან. შენ და შენს ჯილაგს საქართველოში ფეხის დადგმის უფლება არ გაქვთ. წადი, ვიდრე ცოცხით არ გაუგდიხარ გამწარებულ ხალხს“, – მიმართავს ლია წკრიალაშვილი ზუგდიდის გაერთიანებული ოპოზიციის
მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან.
შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 5 მაისს მუხროვანში, ბაზირებულ სატანკო ბატალიონში ამბოხი მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამბოხში, სულ მცირე, 500 ადამიანი მონაწილეობდა. იმავე დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ამბოხებულები ჩაბარდნენ. მეამბოხეთა ზოგიერთ ლიდერი, მათ შორის ბატალიონის მეთაური, დააპატიმრეს; სხვებმა გაქცევა მოახერხეს.
გაქცეული პირების სპეცოპერაცია კი 20 მაისს ჩატარდა. „მუხროვანის ამბოხის“ საქმის ერთ-ერთი მსჯავრდებულის, კობა ოთანაძის ინფორმაციით, სპეცოპერაციას გიგი უგულავა და გივი თარგამაძეც ესწრებოდნენ, რა დროსაც გენერალი გია კრიალაშვილი გარდაიცვალა.
2009 წლის 5 მაისის „მუხროვანის ამბოხის“ საქმეზე სხვადასხვა მუხლით თავისუფლების აღკვეთა 19 ბრალდებულს მიესაჯა. კობა ოთანაძესა და ლევან ამირიძეს ბრალი ამბოხების ორგანიზებასა და დაუმორჩილებლობაში წაუყენეს.
„მუხროვანის ამბოხიდან“ 5 წლის შემდეგ სკანდალური ვიდეოფირი გავრცელდა, რომელიც “მუხროვანის ამბოხის” სპეცოპერაციას ეხებოდა.
საზოგადოებაში შოკისმომგვრელი რეაქცია გამოიწვია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის სიტყვებმა: “ორი გვამი მჭირდება, პრემია დიდი”.